ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პირველი სვირის საჯარო სკოლამ ეკოსკოლის სტატუსი მოიპოვა
პირველი სვირის საჯარო სკოლამ ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამის წარმატებით დანერგვის და მდგრადი გარემოსდაცვითი ხელშეწყობისთვის ეკოსკოლის სტატუსი მოიპოვა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მწვანე დროშის ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიას პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა სკოლის წარმომადგენლებს ეკოსკოლის სტატუსის მოპოვება მიულოცეს და მომავლი წარმატებები უსურვეს.
ეკოსკოლების პროგრამა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროექტია. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას საკლასო ოთახში და მის გარეთ - აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. პროგრამა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას გლობალური, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, ეხმარება მათ, გახდნენ უფრო ეკომეგობრული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.
ეკოსკოლების პროგრამა აერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას; ხელს უწყობს სასკოლო პერსონალს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის თანამშრომლობას. მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის და პროექტების მართვის უნარებს.
ეკოსკოლების მსოფლიო პროგრამა ინერგება ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) მიერ, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.