ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონი საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს შეუერთდა

ზესტაფონში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მამუკა ასლანიკაშვულის სახელობის სანაპიროზე გარბენი და ველორბოლა მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას, ზესტაფონის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები იღებდნენ. ღონისძიების მონაწილეებს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული სიგელები, თასი, მედლები და სპორტული აქსესუარები გადაეცათ.

ოლიმპიზმის დღის აღნიშვნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს უკავშირდება.
საქართველოში ოლიმპიური გარბენი და სხვა მასობრივი ღონისძიებები 1993 წლიდან იმართება.