ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ - ზესტაფონს სტუმრობდა
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსკლუზიურ - ლიტერატურული პროექტის ფარგლებში ზესტაფონს თანამედროვე ქართველი მწერლების 4 კაციანი მობილური ჯგუფი სტუმრობდა.
მარიამ ხუცურაული - პოეტი და პროზაიკოსი, საბას პრემიის ლაურეატი;
მიხო მოსულიშვილი - პროზაიკოსი და დრამატურგი;
ნინო გუგეშაშვილი - პროზაიკოსი, პოეტი, მუსიკოსი;
გიო ზედვაკელი ( აბესაძე) პოეტი
თანამწდროვე ავტორებთან შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად შეხვედრას, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორებმა აუდიტორიას საკუთარი შემოქმედება გააცნეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
„ცოცხალი წიგნები“ - 2015 წლიდან ხორციელდება საქართველოში. პროექტი სხვადსხვა რეგიონის სოფლებსა თუ ქალაქში თანამედროვე ავტორების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას, ცოცხალი ლიტერატურული პროცესის პოპულარიზაციას ითვალისწინებს