ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
სოფელ კვალითში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ კვალითში ორი საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, გიორგი ჯუღელმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელეს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 300 - ზე მეტ ოჯახი,მარტივად დაუკავშირდებიან ცენტრალურ გზას.
ინფრასტრუქტურული პროექტები, ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. გზის აღდგენის სამუშაოებს შპს "სანდრო" და შპს "მეკა" ახორციელებენ.