ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა


 მუნიციპალიტეტის მერმა სათათბირო ორგანოს წარმომადგენლებთან სხვადასხვა სახის აქტუალური საკითხები განიხილა.

 დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა შორის, იმსჯელეს სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიყოს შესაბამისი სივრცე, სადაც ქალაქისთვის გამორჩეულ და დამსახურებულ მოღვაწეთა ბიუსტები განთავსდება, რასაც საბჭოს წევეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 იმსჯელეს ასევე, მუნიციპალიტეტში ახალი სასაფლაოს მოწყობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ახალი სასაფლაოს მოსაწყობად რამდენიმე ვერსია განიხილეს