ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მუნიციპალური პირველობა კალათბურთში ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა

მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საჯარო სკოლის გუნდებს შორის კალათბურთის ტურნირი ჩატარდა გოგონათა შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზედა საქარის და მესამე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის გამარჯვებული მესამე საჯარო სკოლა გახდა.

 ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

 "საინტერესო ფინალური შეხვედრა შედგა კალათბურთელ გოგონებს შორის. ზედა საქარის გუნდმა ღირსეული ღინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს. მივულოცავ მესამე სკოლის გუნდს გამარჯვებას, რომელიც ასევე სასკოლო სპორტული ოლიმპადის გამარჯვებულია ქვეყნის მასშტაბით",- ვასილ გველესიანი