ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ღონისძიება კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ხელმძღვანელის და მუზეუმების გაერთიანების ინიციატივით დაიგეგმა. გაიხსენეს ყველა ის ადამიანი, რომელთა წვლილი დიდია მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სფეროს განვითარებაში.

არქივში დაცული ფოტომასლის საშუალებით, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა, როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ზესტაფონში პირველი თეატრალური წარმოდგენები, ქორეოგრაფიული, საგუნდო და სამუსიკო სკოლები, მუზეუმი და ყველა ის კულტურული დაწესებულება, რომელთა ტრადიციებსა და შემოქმედებით მემკვიდრეობაზე გრძელდება კულტურული ცხოვრება ქალაქში.

ღონისძიებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიც ესწრებოდა. "ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანეს ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებაში". - აღნიშნა ვასილ გველესიანმა