ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონი პირველად იმერელი ფალავნების სახელობის ტურნირს მასპინძლობდა ქართულ ჭიდაობაში
ცხრაწყაროში, ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა, რომელიც იმერეთიდან ორადორი აბსოლუტური ფალავნის - გიორგი გაჩეჩილაძისა და ონისე ბუღაძის სახელობის გახლდათ.
ტურნირში 100 - მდე მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას, სხვადასხვა რეგიონებიდან. ტურნირის ფალავანი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მარტყოფელი, სოსო ებილაშვილი გახდა. მეორე ადგილი - ემზარ კოკოლაშვილმა ( ქარელი) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი, ნიკა სიდამონიძემ ( ქარელი).
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში ზესტაფონის მერის მოადგილე, გიორგი ჯუღელიც იღებდა მონაწილეობას, რომელიც ტურნირის მიმდინარეობას ზესტაფონის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ადევნებდა თვალყურს.
ტურნირი იმერეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით, ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ( lFGW) და კომპანია "წინაპარის" მხარდაჭერით გაიმართა.
ტურნირის მხარდამჭერი გახლდათ ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და მაჟორიტარი დეპუტატი ბეჯან წაქაძე.