ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა
ზესტაფინის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო, გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურისა და დასვენების პარკში. გასართობი პროგრამა, საბავშვო ატრაქციონების გახსნის ცერემონიით დაიწყო. წარმოდგენილი იყო შოუ გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირების, მასკოტების, ანიმატორების მონაწილეობით. ღონისძიებებს ესწრებოდნენ ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, გიორგი ჯუღელი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.
"სადღესასწაულო დღეა 1 ივნისი ყველასთვის. მივულოცავ ყველა ბავშვს. ჩვენი ვალდებულებაა, როგორც ხელისუფლების, ასევე მშობლების, შევუქმნათ მათ ბედნიერი მომავალი, ჯანსაღი და მშვიდობიანი გარემო წარმატებული განვითარებისთვის. ჩვენ შევეცადეთ ამაღლებული განწყობა შეგვექმნა მუნიციპალიტეტის ბავშვებისთვის. დღის განმავლობაში მათთვის სხვადასხვა სახის გასართობა ღონისძიება დავგეგმეთ . გასართობ პროგრამაზე უამრავი ბავშვი შეიკრიბა, მათი ღიმილიანი სახეები გვაფიქრებს იმაზე, რომ ეს დღე შედგა", - ვასილ გველესიანი.
გასართობი ღონისძიებები სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა.
საბავშვო ღონისძიებებს ყველა თაობის საბავშვო სპექტაკლი - "სათაგური" დაასრულებს უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში