ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

შორაპნის ისტორიულ ციხეზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეროვნული დროშა აღმართეს

 
  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები შორაპნის ციხეზე საზეიმო მსვლელობით დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ასევე მოქალაქეები იღებდნენ.
  საზეიმო მსვლელობის შემდეგ, შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინეს.
  ღონისძიებების დასასრულს შორაპნის ციხეზე ეროვნული დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ეროვნული ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშა ზესტაფონის მერის მოადგილემ, გიორგი ჯუღელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ აღმართეს.