ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მუზეუმების საერთაშორისო დღე ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლებს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს!

ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს და სამადლობელი სიგელი გადასცეს.

"ვულოცავ მუზეუმის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს. მუზეუმი ის სივრცეა, სადაც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია თავმოყრილი. მუზეუმში მომუშავე ყველა ადამიანი კი დიდი ძალისხმევით იცავს ქვეყნის ისტორიულ საგანძურს" , - ვასილ გველესიანი

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, იმისთვის რომ მუზეუმის ინფრასტრუქტურა ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და ექსპონატები დაცული, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება.