ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით გამართულ კინო მარათონს ზესტაფონიც შეუერთდა.
ქართული კინოს დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, ქართული ფილმის საჯარო ჩვენება გაიმართა. წარმოდგენილი გახლდათ ალექსანდრე კობერიძის ფილმი - "რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ"
კინოჩვენებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, რომლის ინიციატივით ქართული კინოფილმის ჩვენება მოვაწყვეთ. ქართულ ფილმს მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს დღიდან შექმნისა და მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობით კიდევ ერთხელ ვახსენებთ საზოგადოებას ქართული კინოს მდიდარ ტრადიციებს", - ვასილ გველესიანი
ქართული კინოფილმების წარმოება 1908 წლიდან დაიწყო, როდესაც რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა და ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელიშვილმა პირველი დოკუმენტური ფილმი " აკაკის მოგზაურობა რაჭა - ლეჩხუმში" გადაიღეს.