ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
სპორტის სასახლეში მუნიციპალური პირველობა გაიხსნა მინი ფეხბურთში!
მუნიციპალური პირველობისთვის 30 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციების, წარმოება - დაწესებულებების, ქალაქის და სოფლის გუნდები მიიღებენ.
პირველი შეხვედრა შორაპნისა და ქვედა საქარის გუნდებს შორის გაიმართა. მატჩი დაბა შორაპნის ნაკრები გუნდის სასარგებლოდ 6 - 0 დასრულდა.
ტურნირს მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდნენ. ისინი ჩემპიონატში ჩართულ გუნდებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.
მუნიციპალური პირველობისთვის გასამართ შეხვედრებში მონაწილეობას მერიისა და საკრებულოს გუნდებიც მიიღებენ.
ტურნირის ფინალური ტურის შეხვედრა 26 მაისს გაიმართება. პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფულად ჯილდოს , სიგელებს და მედლებს მიიღებენ.