ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი, გოჩა სურმანიძე სპორტსმენებთან ერთად ზესტაფონის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა
ევროპის მე - 13 ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში, ზესტაფონელი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის შესახებ სასაუბროდ, კარატეს ეროვნული ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტი ზესტაფონის მერს, ვასილ გველესიანს, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ვახტანგ ღამბაშიძეს სპორტსმენებთან და მათ მწვრთნელთან, ირაკლი ღონღაძესთან ერთად შეხვდა.
გოჩა სურმანიძემ ადგილობრივ ხელისუფლებას ზესტაფონელი კარატისტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფედერაციის სახელით ვასილ გველესიანს სერტიფიკატი გადასცა.
ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზესტაფონის ნაკრებმა გუნდმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტატო სამხარაძე - 2 ოქროს მედალი, ინვივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში;
ბექა ბეჟუაშვილი - ერთი ოქრის მედალი;
მათე ძიგანიძე - 2 ვერცხლის მედალი ინდივიდუალურ და გუნდურ ორთაბრძოლაში;
შოთა კუპატაძე ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაში.
"მივულოცავ კიდევ ერთხელ ამ წარმატებას ჩვენს სპორტსმენებს, მათ მწვრთნელს, გულშემატკივრებს. ზესტაფონელმა სპორტსმენებმა ჩვენი ქალაქის და ქვეყნის სახელი ღირსეულად წარმოაჩინეს. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მათ მხარს ", - ვასილ გველესიანი
სპორტსმენები ახლა მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადიან, რომელიც სექტემბრის თვეში გაიმართება.