ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
საქართველოს უახლესი ისტორიის გმირებს ზესტაფონში პატივი მიაგეს
საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 აპრილის სახელობის მემორიალამდე მსვლელობა მოეწყო.
ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიის, საკრებულოს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა, ეროვნული სამოსით შემოსილ ახალგაზრდებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის სახელობის მემორიალი.
9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად პანაშვიდი გადაიხადეს.
"9 აპრილი ჩვენი ერის ისტორიაში არის, როგორც დიდი ტკივილის, ამავდროულად გამარჯვების დღე. ქართველმა ერმა მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. სწორედ ამიტომ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩვენი ვალია, თაობებმა არ დაივიწყონ იმ ადამიანების ღვაწლი, რომელთაც საკუთარი სოცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას", - ვასილ გველესიანი
9 აპრილის სახელობის მემორიალთან, მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეიკრიბნენ. ახალგაზრდებმა უახლესი ისტორიის გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს