ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში ქართული მუსიკის მე- 7 ეროვნული კონკურსი გალა კონცერტით დასრულდა
ზესტაფონის მერიის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით, ქართული მუსიკის მე- 7 ეროვნული კონკურსი მიმდინარეობდა.
მუსიკალური ღონისძიების საზეიმო დახურვას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო დახურვის ფარგლები მოხდა გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ პირადი პრიზი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, ნინი სანოძეს გადასცა. ზესტაფონის მერმა, სამადლობელი სიგელი, ქართული მუსიკის ეროვნული კონკურსის მაღალ დონეზე ორგანიზება - ჩატარებისთვის, ქართველ პიანისტს, ხელოვნების აკადემიის რექტორს , კონკურსის ორგანიზატორს, ვალერიან შიუკაშვილს გადასცა. დააჯილდოვა ასევე კონკურსის ყველაზე პატარა ლაურეატი, მარიამ ბერაძე.
ქართული კლასიკური მუსიკის კონკურსი მუნიციპალიტეტებს შორის, პირველად ზესტაფონში ჩატარდა, რომლის ინიციატორი ვალერიან შიუკაშვილი გახლდათ, ხელოვნების სკოლასთან ერთად. კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 26 მუსიკალური სკოლა იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონებიდან.