ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
ზესტაფონის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაბა შორაპანში შეიკრიბნენ, ყვავილებით შეამკეს ეროვნული აჯანყებისთვის დახვრეტილ პირთა ხსოვნის მონუმენტი და პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს.
"დღეს ახალგაზრდებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაბა შორაპანში შევიკრიბეთ, სადაც ეროვნული აჯანყებისთვის დახვრეტილ პირთა ხსოვნის მონუმენტი მდებარეობს. მათი თავგანწირვა ყოველთვის იქნება მაგალითი მომავალი თაობებისთვის" - ვასილ გველესიანი
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს