ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის მერიამ საახალწლო ამანათების დარიგება დაიწყო
მერიის სადღესასწაულო ამანათს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 420 ოჯახი მიიღებს. სასაჩუქრე ნაკრები ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიუტანეს და დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს.
"მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, შევარჩიეთ ისეთი ოჯახები, რომელთაც ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. სასაჩუქრე ამანათებში წარმოდგენილია როგორც საკვები პროდუქტები, ასევე სხვადასხვა დასახელების ტკბილეული. იმედია ჩვენი აქციით ოდნავ მაინც შევუმსუბუქებთ მათ მდგომარეობას და სადღესასწაულო განწყობას შევუქმნით", - ვასილ გველესიანი
საახალწლო ამანათების დარიგების პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად ყველა ის ოჯახი მიიღებს ვისთვისაც არის განკუთვნილი