ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის პირველი საჯარო სკოლის საიუბილეო თარიღი 105 წლისთავი მუნიციპალიტეტმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე პირველი საჯარო სკოლა 105 წლისაა. საიუბილეო თარიღი საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზესტაფონის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიება პირველი საჯარო სკოლაში სტუმრების მიღებით დაიწყო და სახელმწიფო თეატრში გაგრძელდა.
"დიდი ისტორიისა და წარსულის მქონე სკოლის საიუბილეო თარიღს საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ. 150 წლიანი ისტორიის ქალაქისთვის, სკოლის 105 წლისთავი არის დასტური იმისა, რომ საზოგადოება საგანმანათლებლო სფეროს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ვულოცავ სკოლის ყველა წარმომადგენელს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში" , - ვასილ გველესიანი
მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლა 105 წლის წინ პირველი გიმნაზია გახლდათ შორაპნის მაზრაში.