ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის საბავშვო ბაღები ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარით აღიჭურვა
ზესტაფონის მერია ერთ - ერთი პირველია რეგიონში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარდგენილი პროექტით გამარჯვებული გახდა.
პროექტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეკოლოგიურად სუფთა ინვენტარის და გონების განმავითარებელი ავეჯის დამზადებას ითვალისწინებდა, რომლის ავტორი მერიის არქიტექტორი, თამაზ მაჩიტიძე გახლავთ.
პროექტის ფარგლებში გადმოცემული ინვენტარი, რომელიც შპს " დაჯე" -მ დაამზადა ოთხ საბავშვო ბაღში განთავსდა.
საბავშვო ბაღებს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, პროექტის ავტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.
"პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ახალი ინვენტარი უსაფრთხო გარემოს ქმნის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რათა ჰქონდეთ შესაფერი გარემო და ყველა საჭირო სერვისი განვითარებისთვის", - ვასილ გველესიანი
პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.