ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონში" მივიდნენ. თანადგომა გამოუცხადეს ორგანიზაციას, რომელიც უკვე 17 წელზე მეტია მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა ყოველდღიურ საჭიროებებზე, მათ უფლებებზე და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნავენ და "ორიონის" აღსაზრდელებს საჩუქრები მიუტანეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ზესტაფონის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებიც იღებდნენ.
" საზოგადოების თითოეული წევრის და ყველას ვალდებულებაა ერთად ვიზრუნოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე რათა მათ შეძლონ თანაბარ პირობებში საკუთარი თავისა და უფლებების რეალიზება", - ვასილ გველესიანი
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, საზოგდოების ინფორმირებისათვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობაც მოაწყვეს.