ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ზედა საქარა - ჭალატყის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სოფლის საუბნო გზაზე მსგავსი სტანდარტებით პირველად განხორციელდა.
გზის ზედაპირზე, ბეტონის საფარი მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცემერთან, გიორგი ჯუღელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
"მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სოფელ ზედა საქარაში. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 200 - ზე მეტი ადგილობრივი შეძლებს. ისინი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ, როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე სოფლის სხვა უბნებთან დაკავშირებას", - ვასილ გველესიანი
სატენდერო ვალდებულებით, გზის აღდგენის სამუშაოები შპს "ალპედე" - მ განახორციელა.