ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
მუნიციპალიტეტის მერი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა
მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის პარამეტრები განიხილეს.
მუნიციპალიტეტის მერმა, საბჭოს წევრებს 2023 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები გააცნო.
პრიორიტეტულ მიმართულებათა შორის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სოციალური, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტებისა დასაფინანსებლად სოლიდური თანხებია მობილიზებული.
" მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები განვიხილეთ. იყო გარკვეული მოსაზრებები და საკითხები საბჭოს წევრების მიერ, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ასევე 2023 წლის ბიუჯეტი განთავსებულია მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე, რომლის ნახვის შესაძლებლობა ყველას აქვს . მოსახლეობას შეუძლია ჩაერთოს, თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გაგვიზიაროს, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული“, - ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი