ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

2022 წლის 22 ოქტომბერს ცხრაწყაროს რეაბილიტირებულ თეატრონზე ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2022“ გაიმართება

2022 წლის 22 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, ცხრაწყაროს რეაბილიტირებულ თეატრონზე გაიმართება ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2022“ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ანსამბლები იმერეთის რეგიონიდან. ღონისძიების მონაწილეებს შეაფასებენ პროფესიონალი ქართველი მუსიკოსები. გამარჯვებულებს მიენიჭებათ გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები. ზესტაფონის მერია გილოცავთ მუსიკალური შემოქმედების ზეიმს და გეპატიჟებათ ცხრაწყაროს თეატრონზე! 13 : 00 სთ - ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერში მდებარე ბიუსტის შემკობა გვირგვინით; 14 : 00 - სთ ფესტივალი „სულიკო 2022“ - ის გახსნა ცხრაწყაროს განახლებულ თეატრონზე.