ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

აღმაშენებლის ქუჩა N 12 - ში არსებულ სკვერს ცნობილი ექიმის, ბადრი ბურჯანაძის სახელი მიენიჭა!

 ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული სკვერი ამიერიდან ცნობილი ექიმის, „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ ბადრი ბურჯანაძის სახელობის იქნება.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 24 ივნისის სხდომაზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეთავაზებულ წინადადებას აღნიშნულთან დაკავშირებით ერთხმად დაუჭირა მხარი.
ბადრი ბურჯანაძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა საკუთარ ქალაქს . როგორც მაღალპროფესიონალ ექიმ - ქირურგს არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. ბადრი ბურჯანაძე 1980 – 1996 წწ ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი - ორდინატორი გახლდათ. 1997 წლიდან ზესტაფონის სააქციო საზოგადოება „ფეროშენადნობთა ქარხნის“ მედსანაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე.
 მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ბადრი ბურჯანაძე ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი რაციონიზატორული წინადადების, მსხვილი ნაწლავის გართულებული კიბოს შესახებ