ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა
„იყავი სოლიდარული. შემოგვიერთდი სიცოცხლის გადასარჩენად“ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.
სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობას მერიის, საკრებულოს, წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები იღებდნენ.
აქციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძეც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომლებმაც სისხლის გაღებით საკუთარი წვლილი შეიტანეს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება.