ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
მარიტა გრიგოლაშვილი და ტატო დიასამიძე ახალგაზრდული პროექტის „გლობალური კრიზისების ფორუმი 2022“ გამარჯვებულები გახდნენ
გამარჯვებულ კომიტეტად კი "უკრაინა-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის კომიტეტი" დასახელდა. მას ხელმძღვანელობდნენ ბექა ზამთარაძე და ზაზა კბილაშვილი.
პროექტის დახურვას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ბეჟან წაქაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი. სწორედ მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით და, ბეჟან წაქაძის ბიუროსთან თანამშრომლობით, განახორციელა ევროპულმა ცენტრმა
პროექტის ორგანიზება.
პროექტის გამარჯვებულები სტრასბურგში ევროინსტიტუტებში საგანამანათლებლო ვიზიტებით გაემგზავრებიან, რომელსაც ორგანიზებას ასევე ევროპული ცენტრი გაუწევს.
დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ევროპის აკადემიური ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ სანაია, ზესტაფონისა და ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელები კახაბერ კუპატაძე და მაია ცქიტიშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთში მარიკა ვაჭარაძე, სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
გამარჯვებულებს მთავარი პრიზის გარდა გადაეცათ სხვა საჩუქრებიც.
დაჯილდოების ცერემონიალს, ისევე როგორც საკომიტეტო სამუშაოებს, მასპინძლობდა სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2.