ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

შორაპნის ისტორიულ ციხეზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მსვლელობა მოეწყო

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში შორაპნის ციხეზე მსვლელობით დაიწყო. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, ვიცე მერი გიორგი ჯუღელი, მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლე - ახალგაზრდები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შორაპნის ციხეზე ეროვნული დროშა ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ აღმართეს.