ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მხარის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, მუნიციპალიტეტის მერთან, ვასილ გველესიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა: ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის მშენებლობა - რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ზედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში.
გზის მონაკვეთი, რომლითაც ორი სოფლის, ზედა საქარის და დილიკაურის მოსახლეობა სარგებლობს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ბეტონის საფარით პირველად ხორციელდება.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 100 - მდე ოჯახს გაუუმჯობესდება გადაადგილება. პროექტი რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის მშენებლობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სცენის, ასევე არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობის გაზრდა და გადახურვა. სცენასთან გასახდელების და საკვანძეების მოწყობა. ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.
თეატრონის ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ბეტონის ბილიკები, განთავსდება ეზოს სკამები. დამონტაჟდება მაღალი და დაბალი განათების ბოძები. თეატრონის აღმოსავლეთ მხარეს გათვალისწინებულია ბავშვებისთვის სათამაშო ზესტაფონში 80 - იანი წლებიდან იმართება ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალი "სულიკო" . მას შემდეგ რაც მისი მშენებლობა - რეაბილიტაცია დასრულდება შესაძლებელია ფესტივალის მასშტაბები გაიზარდოს და იმერეთი რეგიონთან ერთად მასში სხვა რეგიონებიც ჩაერთონ.