ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
მუზეუმების საერთაშორისო დღე ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა მუზეუმის გაერთიანების წარმომადგენლებს მიულოცა
„ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის საზომი მისი წარსულია. მუზეუმი კი ის სივრცეა, სადაც ერის იდენტობის ნაწილია თავმოყრილი. თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, საკუთარი ერის მხრცოვანი ისტორიის მცველია. გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს. წარმატებებს და კეთილდღეობას გისურვებთ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, - აღნიშნა ვასილ გველესიანმა მუზეუმების გაერთიანების წარმომადგენლებთან სტუმრობისას. პროფესიული დღე ზესტაფონის მერმა გაერთიანების თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მიულოცა.
ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანება ორ მუზეუმს, უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმს და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს აერთიანებს.
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1987 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმში 7000 ექსპონატია დაცული ქვის , ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა. ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები. მე- 12 საუკუნის ჯაჭვის პერანგი. შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები. XIX საუკუნის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა.
უჩანგი ჩხეიძის სახლს მუზეუმის სტატუსი 1985 წლიდან მიენიჭა. სახლ - მუზეუმი 400 ექსპონატს ინახავს. მუზეუმში განთავსებულია უშანგი ჩხეიძის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები. მიეს მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა. პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.