ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
ზესტაფონში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მოსწავლე – ახალგაზრდები იღებდნენ. მსვლელობას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ღონისძიების მონაწილეებს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე შეხვდნენ, ეროვნული სამოსის დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.
ეროვნული სამოსის დღე მეშვიდე წელია აღინიშნება ქვეყნის მასშტაბით.