ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის სპორტის სასახლეში იმერეთის რეგიონალური ტურნირი ჩატარდა ჭიდაობა ძიუდოში

ზესტაფონის სპორტის სასახლე თემურ კამლაძის სახელობის ტურნირს მასპინძლობდა.

სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას 300 - მდე მონაწილე იღებდა იმერეთის რეგიონიდან.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში, რომლებსაც სიგელები და მედლები გადაეცათ.

გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, მერის მოადგილემ, მალხაზ შერგელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ დააჯილდოვეს.

თემურ კამლაძის სახელობის ტურნირი ზესტაფონში წელს პირველად გაიმართა და ამიერიდან ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.