ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონში ორ სოფელთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონის მერია, ზედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში ბეღლევის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
გზის მონაკვეთი, რომლითაც ორი სოფლის, ზედა საქარისა და დილიკაურის მოსახლეობა სარგებლობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ბეტონის საფარით პირველად ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"მუნიციპალიტეტის სოფლებს განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით სულ მოკლე დროში კიდევ ერთი ადმინისტრაციული ერთეული შეუერთდება. აღნიშნული გზით ორი სოფლის 100 - მდე ოჯახი სარგებლობს. მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება გადაადგილება და მრავალი წლის პრობლემა მოეხსნება" , - ვასილ გველესიანი
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციაზე შპს"მამისონი" მუშაობს.