ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
„სულიკოს“ ფესტივალს ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონი განახლებულ გარემოში უმასპინძლებს
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონს მშენებლობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 80 - იანი წლებიდან იღებს სათავეს ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალი „სულიკო“, რომელიც სოფელ ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე იმართება. განახლებული თეატრონი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ფესტივალის მასშტაბები გაიზარდოს და ის რესპუბლიკური მნიშვნელობის გახდეს“, - ვასილ გველესიანი
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სცენის, ასევე არსებული სამაყურებლო სივრცის მოცულობის გაზრდა და გადახურვა, სცენასთან გასახდელების და საკვანძეების მოწყობა. ეზოს კეთილმოწყობა და შემოღობვა.
პროექტის შესაბამისად გასახდელები წარმოადგენს კარკასულ ერთსართულიან ნახევარიწრის ფორმის შენობას, სადაც განთავსებულია ორი გასახდელი საკვანძეებით. გასახდელ ოთახებში დაგეგმილია ვერანდების მოწყობა. შენობის დახურვა იგეგმება მონოლითური რკინაბეტონით. ოთახებში მოეწყობა ლამინირებული იატაკი, საკვანძეებში მეტლახი, ხოლო ვერანდასა და დერეფანში კერამოგრანიტი. სცენა გადაიხურება ლითონის კონსტრუქციით. სცენიდან სამხრეთ მხარეს დაგეგმილია ბეტონის სამაყურებლო ტრიბუნები, რომელიც ასევე გადახურულია ლითონის კონსტრუქციით. თეატრონის ტერიტორიაზე მოეწყობა დეკორატიული ბეტონის ბილიკები, განთავსდება ეზოს სკამები. დამონტაჟდება მაღალი და დაბალი განათების ბოძები. თეატრონის აღმოსავლეთ მხარეს გათვალისწინებულია ბავშვებისთვის სათამაშო ატრაქციონების მოწყობა კაუჩუკის საფარზე. ბეტონის გასწვრივ მოეწყობა ლითონის ღობე, რომელზეც დატანილი იქნება „სულიკოს“ მელოდიის ნოტები, ხოლო სამი მხარეზე მოეწყობა ლითონის ჩარჩოში ჩასმული ბადის ღობე.
სატენდერო ვალდებულებით, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონის რეაბილიტაციას სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ ახორციელებს. რეაბილიტაციის პროცესის დასრულება ივლისის თვეში იგეგმება.