ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად ზესტაფონის მერიიდან გაიგზავნა
ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას ზესტაფონის მერია უწევდა, პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები, არამალფუჭებადი პროდუქტები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეგროვდა.
ჰუმანიტარული დახმარების დატვირთვაში, საჯარო მოხელეებთან ერთად, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანიც იღებდა მონაწილეობას.
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა ჰუმანიტარულ აქციას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად. მადლობა მინდა გადავუხადო საჯარო და კერძო სექტორს, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს და ჩაერთნენ აქციაში“, - აღნიშნა ზესტაფონის მერმა