ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
2024-12-13
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
2024-12-13
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
2024-12-13
დაბა შოროპანში საქართველოს ერთიანობისთვის გარდაცვლილ პირთა ხსოვნის მონუმენტი ხელისუფლებამ გვირგვინებით შეამკო
ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ხსოვნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტან ღამბაშიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს ეროვნული აჯანყებისთვის მებრძოლი ადამიანების ხსოვნის მონუმენტი, რომელიც დაბა შორაპანში მდებარეოობს. დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სასულიერო პირმა, მამა გიორგიმ მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„ტრაგიკული დღეა ქართული სახელმწიფოსთვის 25 თებერვალი, 101 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობას, მის უკეთეს მომავალს შესწირეს“, - ვასილ გველესიანი
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.