ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიამ საახალწლო ამანათები ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს და " ცხოვრების მეგზურს" მიუტანა

ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილესთან, მალხაზ შერგელაშვილთან ერთად ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს " ორიონს" ესტუმრა. მუნიციპალიტეტის მერმა "ორიონის" წარმომადგენლებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. სადღესასწაულო ამანათები ვასილ გველესიანმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ცენტრ - " ცხოვრების მეგზურშიც" მიიტანა.

" ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია ყველასთვის და განსაკუთრებით პატარებისთვის. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, საჩუქრები მივართვით მათ, ვისაც ჩვენი მზრუნველობა და გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ", - აღნიშნა ზესტაფონის მერმა.

ზესტაფონის მერიის საახალწლო ამანათები, მუნიციპალიტეტის ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებმაც მიიღეს.