ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიამ საახალწლო ამანათები სათნოების სახლ "კათარზისის" ბენეფიციარებს გადასცა

მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დამდეგი შობა – ახალი წელი სათნოების სახლ „კათარზისის" ბენეფიციარებს მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

"ღონისძიების მიზანია საახალწლო განწყობა შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენგან მზრუნველობას. სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალიტეტი მსგავს სოციალურ აქციებს ყოველ წელს ახორციელებს", - აღნიშნა ვასილ გველესიანმა

საახალწლო ამანათების დარიგებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრებიც იღებდნენ.