ზესტაფონის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის ა..
ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებუ..
ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა უძღვებოდა. სპეციალური პრიზი და სიგელი სხვა მუნიციპალიტეტებს შორის ზესტაფონსაც გადაეცა. ნომინაციაში მდგრადი ურბანიზაცია, რევიტალიზაცია და მწვანე ურბანული ეკონომიკა.
" წელს სხვადასხვა სფეროებში, კიდევ 12- მა მუნიციპალიტეტმა შექმნა კარგი პრაქტიკა. 12 ჯილდო, კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენი თვითმმართველობის სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს წარმატებებს, რაც ჯეროვნად უნდა იყოს აღნიშნული, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე" განაცხადა ათეა- ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.
თვითმმართველი ერთეულების პირველ პირებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა გადასცეს.
პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.