ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია - ადაპტაცია მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია - ადაპტაცია მიმდინარეობს

აღნიშნული პროექტი ქალაქის ურბანულ განახლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული

მრავალსართულიანი კორპუსების ფასადები სრულიად განახლდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობების შეღებვა და დეკორატიული საფასადე მასალით მოპირკეთება.

გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, პროექტი, რკინიგზისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის გასწვრივ არსებული კედლის მოპირკეთებას ითვალისწინებს.

აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია, მსგავსი მასშტაბით, ათეული წლების შემდეგ მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება.