ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

14 ივლისს ფესტივალი Art - გენი 2024 სტარტს რეგიონული ტურნეთი აიღებს 

14 ივლისს ფესტივალი Art - გენი 2024 სტარტს რეგიონული ტურნეთი აიღებს 

პირველი რეგიონული ტურნე ზესტაფონში, სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართება.

 ფესტივალი ცხრაწყაროს ამფითეატრში 19 : 00 საათიდან დაიწყება.
მოეწყობა ქართული ღვინისა და კულინარიის კუთხეები, მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები, გამოფენა - გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

დასკვნით კონცერტს ბენდი "ჩვენებურები", GAGA FRANI და REGGAEON გამართავენ.

ფესტივალის რეგიონული ტურნე 3 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში პანტიანის ტბაზე REGGAE0N - ის და SHEREKILEBI - კონცერტით დასრულდება.

Art - გენი 2024 - ის რეგიონული ტურნეს მხარდაჭერები არიან:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო