ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში, ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველად, ნიჩაფას საუბნო გზას რეაბილიტაცია უტარდება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 კმ - მდე მონაკვეთს უტარდება. რეკონსტრუქცია
არმირებული ბეტონის საფარით ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მოდებაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად.

"
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისეთ დასახლებებში ვახორციელებთ, სადაც არასდროს ყოფილა გზის საფარი. მათ შორისაა ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნიჩაფას საუბნო გზა. აღნიშნული მონაკვეთი სოფლის სამ უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის დასრულების შემდეგ 300 - ზე მეტ ადამიანს შეუმსუბუქდება გადაადგილების პრობლემა, რაც დასახლებისთვის და მუნიციპალიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია", - ვასილ გველესიანი

გზის აღდგენის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 1 171 106 ლარია. სატენდერო ვალდებულებით
MKHILEBA.GOV.GE პეტიციები დაუკავშირდი ხელისუფლებას აუქციონი გამოკითხვა დოკუმენტები რუკა