ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი ზესტაფონის იუსტიციის სახლის მენეჯერს, ნიკოლოზ კრავეიშვილს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი ზესტაფონის იუსტიციის სახლის მენეჯერს, ნიკოლოზ კრავეიშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში იმ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ისაუბრეს, რომელსაც იუსტიციის სახლი 118 ფილიალი გასცემს.

იმერეთის რეგიონში რიგით 23- ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში აწვდის.

აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელია ქორწინების სერვისით სარგებლობაც სპეციალურად მოწყობილ სარიტუალო სივრცეში.

ფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული და ყოველდღიურ რეჟიმში 300-მდე პირს ემსახურება.

ზესტაფონის რაიონში ფილიალის გახსნის დღიდან, ასევე, ოპერირებს მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარი სახლის კართან სთავაზობს