ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერული ღვინის კონკურსზე - Imeretian wine Cha..
ფუთის ცენტრალური გზის რებილიტირებული მონაკვეთ..
ზესტაფონის მერმა, მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და მათ მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გააცნო. საბჭოს წევრებთან ერთად, განიხილეს, იმ პრიორიტეტულ პროექტთა ჩამონათვალი, რომელიც 2022 წლის პროგრამულ ბიუჯეტში იქნება ასახული.
"2022წელს, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებიდან, რომელიც საზოგადოებასთან ერთად უნდა დაიგეგმოს, მნიშვნელოვანია, მათი მოსაზრებების გაზიარება და გათვალისწინება, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. საბჭოს წევრებმა მთელი რიგი საკითხები დააყენეს, რომელიც განიხილება და გათვალისწინებული იქნება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას", - ვასილ გველესიანი
2022 წლის ბიუჯეტში, პრიორიტეტულ მიმართილებათა შორის, სოციალური, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებაა გათვალისწინებული.