ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

კვალითის დასახლებაში რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

კვალითის დასახლებაში, კეკელიძის ქუჩაზე არსებულ საფეხბურთო მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

განახლებული სპორტული მოედანი, ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა და სტადიონზე შეკრებილ მოზარდებს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სწორედ ამ თვალსაზრისით, კვალითის დასახლებაში, კიდევ ერთი ახალი საფეხბურთო მოედანი იქნება ახალგაზრდების სამსახურში.მინდა მივულოცო მათ, ვინც ასე ელოდა, სტადიონის კეთილმოწყობას. საოცარი ჟრიამული და განწყობა დაგვხვდა აქ, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის.მიმდინარე წელს, 5 საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. კვ. დასახლებაში, სულ ცოტა ხნის წინ, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით მოეწყო ასევე კალათბურთის მოედანიც", ვასილ გველესიანი

რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულიად განახლდა მოედნის საფარი, დამონტაჟდა საფეხბურთო მოედნის კარი და კალათბურთის ფარები. განახლდა სტადიონის ღობე. შეიღება ძველი და ახალი კონსტრუქციები. დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.